საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეორე სამეცნიერო კონფერენცია "ტექსტი და ინტერპრეტაცია"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

 დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი

გიწვევთ

მეორე სამეცნიერო კონფერენციაში – „ტექსტი და ინტერპრეტაცია" – მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება 2024 წლის მაისში.

კონფერენცია ეძღვნება ფაკულტეტის დამაარსებლისა და დასავლური ენების კათედრის პირველი გამგის, ერეკლე ტატიშვილის, დაბადებიდან 140 წლისთავს.

 

კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:

                   

  • ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში
  • ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში
  • ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.).
  • თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.
  • ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.

                                  

საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com

საკონტაქტო პირები: მანანა გელაშვილი, ლიზი ძაგნიძე

  • შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში „ტექსტი და ინტერპრეტაცია“.

 

APA – თეზისების გაფორმების წესი:

თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სათაური — 16 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ავტორ(ებ)ი — 14 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ორგანიზაცია, მაგ., „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“— 14 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • საკვანძო სიტყვები ორივე ენაზე - 12 ზომის შრიფტით;
  • თეზისები დაიწყეთ ახალი გვერდიდან;
  • რეზიუმე ინგლისურ ენაზე –12 ზომის შრიფტით; (500 სიტყვა) + გამოყენებული ლიტერატურის მოკლე სია;
  • რეზიუმე ქართულ ენაზე - 12 ზომის შრიფტით; + გამოყენებული ლიტერატურის მოკლე სია;

შრიფტი — UNICODE (Sylfaen)

ფორმატი — A4

სტრიქონებს შორის მანძილი –1.15;

მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;

ფურცელი არ ინომრება.

თარიღი: 05/02/2024